ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს სკოლის დამთავრებას, ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ - სულხან თამაზაშვილი

20 მაისი 2025, 13:13 200 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი მეთორმეტე კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

"დღეს აჭარის რეგიონში 4000-ზე მეტი მეთორმეტე კლასელისთვის ბოლო ზარი დაირეკა.

მინდა თითოეულ მოსწავლეს მივულოცო სკოლის დამთავრება. ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებებს გისურვებთ!

დარწმუნებული ვარ, მომავალში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლაში", - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი