ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა - საქართველოს რკინიგზა

20 მაისი 2025, 13:54 132 ნახვა

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია, - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული.

„20 მაისს, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლანჩხუთის სადგურში გაჩერდა ტექნიკური პრობლემის გამო, კერძოდ, მიზეზი საკონტაქტო ქსელის მცირე დაზიანება გახდა. პრობლემა ოპერატიულად აღმოიფხვრა და ქუთაისი-ბათუმის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, სხვა მატარებლებიც შეუფერხებლად მოძრაობენ. აქვე განვმარტავთ - მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ფოტო: არქივი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი