ქობულეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაათვალიერა

22 მაისი 2025, 18:01 150 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში თანამედროვე წყლის რეზერვუარის მშენებლობა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული განახლება მოიცავს, როგორც რეზერვუარების, ასევე, გამანაწილებელი ქსელებისა და ჭაბურღილების მოწყობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქობულეთში წყლისა და წყალარინების სისტემით 1 571 აბონენტი ისარგებლებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში.
პროექტი ითვალისწინებს აჭარის 39 სოფლისა და დაბისთვის უწყვეტ წყალმომარაგებას, რაც 30 000-ზე მეტ მოსახლეს მოიცავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში