ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის 16 ნომერში ავტოავარია მოხდა, რა დროსაც ქვეითად მოსიარულე 46 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ, საქართველოს კლინიკების, ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ქობულეთის ჰოსპიტალის დირექტორის განცხადებით, დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მას უტარდება პირველადი გადაუდებელი დახმარება.
პაციენტი ამ დროისთვის კონტაქტურია. შემთხვევის ადგილზე შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამსახურია მობილიზებული, რომლებსაც გზის სავალი ნაწილი ცალმხრივად აქვთ გადაკეტილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.