საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 და 26 მაისს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის დახურული იქნება, რადგან ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება .
„გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, პარმენ ზაქარიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში დაგეგმილია ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი.
აღნიშნული ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით,2025 წლის 25 და 26 მაისს მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ვიზიტორთათვის იქნება დახურული.
მუზეუმი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს 27 მაისიდან. გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია“, – აცხადებენ სააგენტოში.