საკუთრების დამცველთა საპროტესტო აქციებმა ბობოყვათიდან ბათუმში გადმოინაცვლა. თავდაპირველად აქცია ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის სასტუმროსთან გაიმართა , შემდეგ კი აქცია მსვლელობა აჭარის მთავრობის სახლთან დასრულდა. მოსახლეობის მოთხოვნები უცვლელია.
მიიჩნევენ, რომ მათგან მიმართებაში დაირღვა სამართალი და მოუწოდებენ ბიზნესმენსა და ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისკენ. მთავრობის სახლთან მოსახლეობამ სამომავლო გეგმები გააჟღერეს, თუ აქციებს შედეგი არ მოყვება და რეაგირება არ იქნება პროტესტი უკვე ფართომასშტაბიანი და რადიკალურ ხასიათს მიიღებს . მომდევნო აქცია ორი კვირის შემდეგ ჩატარდება. აქციის კადრები თავად აქციის ორგანიზატორმა მოგვაწოდა.