კლასიკური მუსიკის კონცერტი

25 მაისი 2025, 17:49 98 ნახვა

ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ - ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართა. მიზანი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება იყო.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში