ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალური სესია

27 მაისი 2025, 11:26 233 ნახვა

საქართველო  ცხოველთა ჯანმრთელობის სისტემების გასაუმჯობესებლად მუშაობს, მათ შორის  ოფიციალური „დაავადებებისგან თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსის მისაღწევად“.  ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა  პარიზში, სადაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალური სესია იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 

დავით სონღულაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა სწორედ ცხოველთა გადამდები დაავადებების კონტროლზე და აღნიშნა, რომ საქართველო დგამს ქმედით ნაბიჯებს ვეტერინარული კეთილსაიმედოების მისაღწევად. 

გარდა ამისა, მინისტრი შეხვდა ესპანელ და პორტუგალიელ კოლეგა მინისტრებს და მათთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში