პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დიმიტრი სანაკოევს უსმენენ. რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის კომისიის წევრებს.
სხდომის დაწყებამდე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის სამმა წევრმა პაატა დავითაია გამოკითხა და ეს აუდიოჩანაწერი კომისიის სხდომას დაერთვება.