სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის საქმეზე

11 დეკემბერი 2025, 14:13 108 ნახვა

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  საქმეზე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. საქმეში სულ 26 მომჩივანი იყო.  

დიდმა პალატამ 20-21 ივნისს საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი. ასევე სასამართლოს განმარტებით,   მომჩივანთა მიმართ დაირღვა გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მუხლებით გარანტირებული უფლებებიდიდმა პალატამ ერთხმად დადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული - სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით  საქართველოს მთავრობამ განმცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 ევრო უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ ორს 85,000 ევრო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად ადასტურებს იმას, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში,  არასწორად იყო დავალებები გაცემული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი