ALDE-ს განცხადება ალეკო ელისაშვილის საქმეზე

11 დეკემბერი 2025, 11:03 84 ნახვა

რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, - ასე ეხმაურება შალვა პაპუაშვილს „ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“, “ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ალდეს“ „მხრიდან რეაქცია არ არის“.

ალდეს განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურებები საკანონმდებლო ორგანოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი