დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი

27 მაისი 2025, 11:45 134 ნახვა

„დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“ - თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა. ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.

ფორუმზე სიტყვით გამომსვლელებმა ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ინიციატივებსა და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან კავშირების გაღრმავებაზე საუბრობენ. მათ შორის ისაუბრა ქვეყნის პრემიერმაც.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული დიასპორა უმნიშვნელოვანესი რგოლია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოსაჩენად.

ღონისძიების ფარგლებში საგარეო უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულებიც დააჯილდოეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში