ბინები ეკომიგრანტებისთვის

29 მაისი 2025, 11:18 199 ნახვა

აჭარაში მცხოვრებ 17 ეკომიგრანტ ოჯახს მათ მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართები დაურეგისტრირდა. მათ საცხოვრებელი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის - “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” ფარგლებში მიიღეს.

სტიქიით დაზარალებულებმა ფართი სამინისტროს თანადაფინანსებით შეიძინეს, რისთვისაც თითოეულ ოჯახს  50 000 ლარი გამოეყო. სამინისტროს თანადაფინანსებით წლის ბოლომდე უსაფრთხო საცხოვრისს ჯამში 150 ოჯახი შეიძენს.

პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონ 740 000 ლარია. მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 75-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა, მათ შორის პაქსაძეების 6 წევრიანმა ოჯახმა.

პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, სულ შეძენილია 934 საცხოვრებელი ფართი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში