ბავშვთა დღის სამზადისი ბათუმში

31 მაისი 2025, 11:50 529 ნახვა

1 ივნისი, ბავშთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება ბათუმში. შეკრების ადგილი და ღონისძიების ეპიცენტრი გასული წლების მსგავსად, წელსაც ცენტრალური პარკია.

სცენა დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. დეგეგმილია მიმდებარე სივრცის საზეიმოდ მორთვა და გასართობი აქტივობებისთვის ტერიტორიის მომზადება.

ორგანიზატორების განცხადებით, ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 11 საათზე დაიწყება და 20 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამაშია ანიმატორების შოუ, კონცერტები, გამოფენები და სხვა აქტივობები. მერიის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 51 ათასი ლარია.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის დასი კი 1 ივნისს ბავშვებისთვის უფასო სპექტაკლებს ჩაატარებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი