ინკლუზიური განათლების ცენტრების ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა

01 ივნისი 2025, 14:15 134 ნახვა

ინკლუზიური განათლების ცენტრების  ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო ბათუმში. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო პავილიონები, სადაც მოსწავლეების მიერ დამზადებული კერამიკის ნაკეთობები, ასევე ტექსტილისგან დამზადებული ნივთები იყო გამოფენილი. აჭარაში ინკლუზიური განათლების სამი ცენტრი ფუნქციონირებს - ქობულეთის მესამე, დაბა ქედისა და ბათუმის 26-ე საჯარო სკოლებში.

პროექტის მხარდამჭერი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი