უახლოეს დღეებში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს

05 ივნისი 2025, 14:43 187 ნახვა

უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდს ანტიციკლონი და მასთან დაკავშირებული მაღალი წნევის არე განსაზღვრავს, რაც სტაბილურად მზიან დღეებს განაპირობებს.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომდევნო 5 დღის განმავლობაში უღრუბლო ამინდი იქნება და ტემპერატურა +25, +30 გრადუსამდე მოიმატებს. გამონაკლისი იქნება მაღალმთიანი დასახლებები, სადაც საღამოსა და ღამის საათებში შესალოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში