მამია ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო სასმელი წყლის მილი დაზიანდა - ბათუმის წყალი

05 ივნისი 2025, 17:57 496 ნახვა

ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალურ 600 მმ-იან ქსელზე არსებული დაზიანების გამო გარკვეულ მისამართებზე შეიზღუდა წყალმომარაგება.
დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლოა დაფიქსირდეს წყლის ამღვრევა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, წყლის მიწოდება კი 23:00 დან დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში