„მთის ფესტივალს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ახალგაზრდობის რეგიონალური ცენტრის მიერ ორგანიზებული გასართობი და მუსიკალური ღონისძიება რამდენიმე სათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალური სცენა დაეთმოთ ადგილობრივ შემსრულებლებს და მუსიკალურ დიჯეებს.
ახალგაზრდებზე მორგებული ფესტივალის ორგანიზება და ინფრასტრუქტურული მოწყობა კომპანია „ბეტა ივენთმა„ უზრუნველყო.
„მთის ფესტივალი“ აჭარის ყველა რეგიონში გაიმართება.