პარლამენტში საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს უსმენენ. სხდომაზე განიხილება ქონებრივი უფლებების ხელყოფისა და 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები.
ვალერი შოშიაშვილმა კომისიის წევრებს განუცხადა, დავით კირკიტაძის ძმამ, რომელიც ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, უწყებაში დაიბარა და თანამშრომლობა მოსთხოვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟოზე მისი კონტეინერები ვერ გავიდოდა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ნების საწინააღმდეგოდ აიღო ბანკიდან სესხი და გადარიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით.