მეექვსე საერთაშორისო კვირეული იმართება ბსუ-ში, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით. უნივერსიტეტს კვირეულის ფარგლებში 12 უნივერსიტეტის 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.
5 დღის განმავლობაში საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების პარტნიორი ქვეყნების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები შეხვედრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პირებთან და სტუდენტებთან გამართავენ.
კვირეული მიზნად ისახავს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ბსუ-ს პოპულარიზაციას, ერთობლივი საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას, ასევე ხელშეკრულებების ხელმოწერას, მომავალში თანამშრომლობის მიზნით.