საგამოძიებო კომისიის სხდომა

11 ივნისი 2025, 14:19 153 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გენერალმა კობა კობალაძემ და სოფელ ჩორჩანას  მკვიდრ ელგუჯა ხარაზიშვილს მოუსმინეს. კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2009 წელს აღძრული, მუხროვანის ამბოხის სახელით ცნობილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული საკითხები გაიხსენა. სხდომა დაიწყო  ყოფილი შშს-ის მინისტრის ვანო მერაბიშვილის ვიდეოს ჩვენებით, სადაც  ის   სამხედროებს  ორ გვამს თხოვს და  პრემიას ჰპირდება.

კობალაძემ თავდაპირველად 2008 წლის  ომის დროს არსებული ვითარება გაიხსენა  და თქვა, რომ სახელმწიფოში  მმართველი რგოლი უუნარო, მართვის მექანიზმები კი  მორღვეული იყო.

კობალაძის განცხადებით სწორედ  ამ ქაოსის ტრაგიკული შედეგების გადასაფარად  სჭირდებოდა   სააკშვილის ხელისუფლებას მუხროვანის ამბოხის სპეცოპერაცია, რომლის დროსაც  კობალაძე დააკავეს და ბრალად  ქვეყნის წინააღმდეგ ამბოხის  მოწყობა, კონკრეტულად შეიარაღებული არაფორმალური შემადგენლობის მობილიზების  ორგანიზება, სტრატეგიული ობიექტების დაკავება და უმაღლესი   მმართველი  პირების ლიკვიდაცია წარუდგინეს. აცხადებს, რომ  მსგავსი  ბრალდებით სამი  სამხედრო პირი დახვრიტეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.

რაც შეეხება  სხდომაზე განხილულ მეორე საკითხს, ჩორჩანის მკვიდრმა ელგუჯა ხარაზიშვილმა  2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შედეგად განვითარებული მოვლენები  გაიხსენა და თქვა, რომ მას შემდეგ რაც სოფელში მაშინდელი შსს მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან ახლოს  საგუშაგო გაიხსნა ოკუპაციამ კილომეტრნახევრით გადმოიწია და მოსახლეობას აღნიშნულ ტერიტორიაზე  გადაადგილება შეეზღუდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში