გამოფენა ხელოვნების მუზეუმში

11 ივნისი 2025, 19:58 321 ნახვა

„ბათუმური პაემანი“ - ასე ჰქვია ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც დღეს ბათუმში გაიხსნა. აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში დამთვალიერებელს თვითნასწავლი მხატვრის ლევან მოსიაშვილის ნახატების ნახვა კვირის ბოლომდე შეეძლება.
ნამუშევრების ნაწილი საქართველოსა და საფრანგეთის კერძო კოლექციებიდანაა ჩამოტანილი. საქართველოსთან ერთად მხატვარი წლებია საფრანგეთშიც მოღვაწეობს, იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში