ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში .ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

11 ივნისი 2025, 21:35 336 ნახვა

ბათუმის მერიის განცხადებით, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დაგეგმილი გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს, 02:00 საათიდან მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში .ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება 

"სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ასფალტის საფარის დაგება.

აღნიშნული სამუშაოები 13 ივნისის დღის ბოლომდე დასრულდება.

შეზღუდვების გათვალისწინებით, 12 და 13 ივნისს, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემა: 

№7 - იმოძრავებს რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით;

№7ა - იმოძრავებს ბარათაშვილის, გორგილაძისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით; 

№11 - იმოძრავებს მელიქიშვილის, რუსთაველის, თავდადებულის, მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით. უკუმიმართულებით - ბარათაშვილის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გავლით.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო",- აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში