პოლონეთის პარლამენტში რაც მოვისმინეთ, დასანანი და სამწუხაროა, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი - პრემიერი

12 ივნისი 2025, 11:31 165 ნახვა

რეალურად, გუშინ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც არ აისახება საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად, იმედი მაქვს, მომავალში ეს დამოკიდებულება შეიცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება, ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ მათი არჩევანი.

"ქართველებმა გააკეთეს თავისი არჩევანი, შარშან მათ მხარი დაუჭირეს ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა, ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება, პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია, გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. ვფიქრობ, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა კობახიძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში