სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სარჩელი

12 ივნისი 2025, 14:15 136 ნახვა

‘’სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო  სასამართლომ სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. სახალხო დამცველი ითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ნორმა, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს აბორტზე  წვდომას  უზღუდავს. 

გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად  შეწყვეტა დასაშვებია, თუ ისინი გაუპატიურების დასადასტურებლად  სასამართლო განაჩენს წარადგენენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, სასამართლო პროცესები დროში ჭიანურდება, ამდენად მოსარჩელე მხარე მოითხოვს ასეთ საფუძვლად ჩაითვალოს გაუპატიურების საქმეზე სამართალდამცავი უწყებისადმი  მიმართვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში