„პოსტვ“-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტი სასამართლოდან მათე დევიძის პროცესს აშუქებდა.
"მონა ხარ იცოდე ეს, სანამ არ მოკვდები" - მიმართავდნენ POSTV-ის ჟურნალისტს.
"POSTV-ს გადამღებ ჯგუფს რადიკალური ოპოზიციის აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ტელეკომპანია დაუყონებლივ მიმართავს პროკურატურას სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაგირების მოთხოვნით“, - ნათქვამია „პოსტვ“-ის ინფორმაციაში.