„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. მას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობით დღეს შეუცვალა. შუამდგომლობა პროცესზე პროკურატურამ დააყენა. თავად "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი სხდომას არ დასწრებია.
გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.