ზღვისპირა ქალაქში კონცერტების სერია გრძელდება , დღეს საზაფხულო თეატრის სცენას ჯაზ ბიგ - ბენდი დაიკავებს და მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი ნომრებით წარსდგება. ბენდი 25-მდე ნომერს შეასრულებს და სცენას რამდენიმე საათის განმავლობაში დაიკავებს. კონცერტების სერია ტურისტულ ქალაქში 7 ივნისს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება . ღონისძიებებს ბათუმის კულტურის ცენტრი 2022 წლიდან ორგანიზებას უწევს .