პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემდეგ ჩორჩანაში, საგუშაგოს მოწყობის ეპიზოდზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო. საუბარია 6 წლის წინანდელ მოვლენებზე როცა სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური იყო, შსს-ს მინისტრი კი გიორგი გახარია, სწორედ ახლა უკვე ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი გიორგი გახარიაა ნახსენები იმ განცხადებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გაავრცელა. გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. ცოტა ხნის წინ დასრულდა ვახტანგ გომელაურის გამოკითხვა პროკურატურაში,რა ჰკითხეს გამომძიებლებმა ყოფილ მინისტრს და რა ინფორმაცია მიწოდა საგამოძიებო უწყებას გომელაურმა