გიორგი გახარიას თანაგუნდელები ჩორჩანის ეპიზოდზე გამოძიების დაწყებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ და მიაჩნიათ, რომ საგუშაგოს დადგმა მაშინ იყო ერთადერთი ის, რამაც უზრუნველყო სამხედრო ესკალაციის გარეშე ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა.
მმართველ პარტიაში კი საგუშაგოს დადგმით გამოწვეულ შედეგებს უსვამენ ხაზს და მიაჩნიათ, რომ გახარიას ირგვლივ გაჩენილი კითხვები ლეგიტიმურია.