13 ივნისის შემდეგ ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 592 კი დაიჭრა - ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი

16 ივნისი 2025, 13:56 134 ნახვა

13 ივნისის შემდეგ ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, 592 კი დაიჭრა. შესაბამის მონაცემებს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა სერიოზულია.

დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ცნობისთვის, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 224 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 1481 პირი. უწყების ცნობით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში