ხულოს დრამატული თეატრის დასის პრემიერა ბათუმში

16 ივნისი 2025, 17:56 156 ნახვა

პრემიერა გაიმართა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში. სპექტაკლი “სიყვარულის ფილოსოფია“ ნილ საიმონის პიესის “კალიფორნიული სიუიტას“ მიხედვით რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დადგა.

სპექტაკლი, რომელიც წყვილის ურთიერთობებსა და ღალატს ეხება, სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტების სადიპლომო ნამუშევარი იყო.

“სიყვარულის ფილოსოფია“ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კოპროდუქციაა. ერთობლივი სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში შევა.

ბათუმის შემდეგ პრემიერა ხულოში 20 ივნისს გაიმართება. თეატრალურ წარმოდგენაზე დასი თვენახევრის განმავლობაში მოწვეულ რეჟისორთან ერთად მუშაობდა.

მათი თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იყო დადგმის ჟანრობრივი თავისებურებები.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში