საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

17 ივნისი 2025, 14:05 109 ნახვა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალის როლი საზოგადოებისთვის” საქველმოქმედო ღონისძიებას მართავს. ბათუმის საზაფხულო თეატრში სტამბოლში მცხოვრები ქართველის ელიზა ხალვაშის ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

შემოსული თანხა ორგანიზაციის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მოხმარდება.

ასევე მათ მშობლებს გადაეცემათ თანხა, რომელსაც ორგანიზაცია დღეს საღამოს 5 საათზე დაგეგმილი ბაიარ შაჰინის და მისი შვილების “სამი დის” კონცერტიდან გაყიდული ბილეთებით მიიღებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში