მამუკა ხაზარაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ერთიანი პლატფორმის – თბილისის სამოქალაქო შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. "ლელოს" ლიდერი თვლის, რომ ამ შტაბმა უნდა უზრუნველყოს არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების შერჩევა.
დარწმუნებულია, რომ ქალაქი იპოვის 50 პროფესიონალ, პატიოსან მოქალაქეს, რომელიც არასდროს შეეგუება ოკუპაციას და ღირსეულად იბრძოლებს ყველა გამოწვევისთვისაც.
"ეს არ არის ბრძოლა საკრებულოს მანდატებისთვის - ეს ბრძოლაა საქართველოს დეოკუპაციისთვის! ეს უნდა იყოს სახალხო ბრძოლა თბილისისთვის!" - წერს მამუკა ხაზარაძე.