საქველმოქმედო კონცერტი

17 ივნისი 2025, 19:59 179 ნახვა

ბაიარ შაჰინისა და მისი ქალიშვილების, სამი დის” კონცერტი გაიმართა დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში.

თურქეთში მცხოვრები გუნდარიძეები ბათუმელი მსმენელის წინაშე ქართული სიმღერებით წარდგნენ, თუმცა როგორც მამის ასევე, მისი შვილების მუსიკალური შემოქმედება ძირითადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული.

ბაიარ შაჰინი ერთ-ერთი პირველია ვინც თურქეთში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია დაიწყო და მის განვითარებას შეუწყო ხელი, რასაც ახლა მისი გოგონები აგრძელებენ.

ბაიარ შაჰინი სამ ქალიშვილთან ერთად თურქეთიდან ბათუმში საერთაშორისო ორგანიზაცია “ქალის როლი საზოგადოებისთვის” ორგანიზებული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში