შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

18 ივნისი 2025, 10:09 64 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან და მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მინისტრი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა. გეკა გელაძემ საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მოძრაობის მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია - გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - 112-ის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრმა თანამშრომლებისგან სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში წარმატება უსურვა.

მისია ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში