საგამოძიებო კომისიის სხდომა

18 ივნისი 2025, 14:10 77 ნახვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2011 წლის ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტებთან დაკავშირებით ვეტერან, მალხაზ თოფურიას უსმენენ.

მალხაზ თოფურია საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას შეეხო, მისი თქმით, გმირი გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაში დამნაშავე ლაზარე გრიგორიადისისთვის იგივე სტატუსის მინიჭებით ამ სიტყვის შეურაცხყოფა ხდება.

იქამდე კი საგამოძიებო კომისიამ ყოფილი ხელისუფლების დროს დაზარალებულ მიხეილ მესხს და გიორგი ჩითარიშილს მოუსმინა, რომლებმაც 2009 წლის ივნისის აქციის მოვლენები და მათი დაკავების ფაქტი გაიხსენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში