საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე განაჩენი 20 ივნისს გამოცხადდება. დღევანდელ პროცესზე კი გიორგი ვაშაძემ მისცა ჩვენება, ამასთან, პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.