ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

19 ივნისი 2025, 10:17 2625 ნახვა

ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე  ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად გარდაიცვალა სამი ადამიანი.  დედა-შვილი ადგილზე, ერთი კი კლინიკაში  გარდაიცვალა. დაშავებულია ორი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში