ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოები

20 ივნისი 2025, 09:59 109 ნახვა

მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, აჭარის რეგიონებში წამლობები დაიწყო. პროცესი 50-მდე სპეციალიზებული ტექნიკით, სათანადო აღჭურვილობით, თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით ხორციელდება და მასში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლადაა შემცირებული. წამლობების პარალელურად, მიმდინარეობს შეხვედრები მოსახლეობასთან.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში