ხაზარაძე-ჯაფარიძის სასამართლო პროცესი

20 ივნისი 2025, 11:05 78 ნახვა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება. ცნობილია, რომ ბრალდებულები ხაზარაძე და ჯაფარიძე  პროცესს არ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდნენ.

აღნიშნულის შემდეგ მათ ბრალი წაუყენეს, სასამართლომ პოლიტიკოსებს 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ორივე მათგანმა გირაო კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. იგივე ბრალის ფარგლებში საპატიმროში იმყოფება ოთხი პოლიტიკოსი - ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში