გამოკითხვები პროკურატურაში ჩორჩანის ეპიზოდზე

20 ივნისი 2025, 12:02 101 ნახვა

ამ წუთებში პროკურატურაში ელოდებიან  ჩორჩანაში მცხოვრები მალხაზ ლომიძეს, რომელიც 6 წლის წინ განვითარებული პროცესების შესახებ გამოიკითხება.

დღესვე ამავე საკითხზე გამომძიებლების შეკითხვებს უნდა უპასუხოს კიდევ ერთმა ადგილობრივმა   თამაზ ლომიძემაც.  პროკურატურა  სხვა საკითხებთან ერთად  იძიებს   2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს დადგმის  საკითხს, მაშინ  შინაგან საქმეთა მინისტრი  გიორგი გახარია იყო. 

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ იმდროინდელი შს მინისტრი შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეუთანხმებლად მოქმედებდა.  უცნობია ბრალდებების ადრესატის გიორგი გახარიას პოზიცია - იგი პროკურატურაში დაწყებული გამოძიების შემდეგ კამერებთან არ გამოჩენილა. თუმცა პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიაზე ამ საკითხზე გამოკითხვის დროს თქვა რომ მისი ქმედება შეთანხმებული იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ადგილზე ოპერირებდნენ და ამ პროცესში სხვადასხვა სამინისტრო იყო ჩართული. 

უცნობია მივა თუ არა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკვე მეორედ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ის რამდენიმე დღის წინ  ხელმეორედ დაიბარეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში