“გაუმარჯოს” - ქართული ფესტივალი ტოკიოში

21 ივნისი 2025, 10:31 72 ნახვა

ტოკიოში გაიმართა რიგით მესამე ქართული ფესტივალი, სახელწოდებით “გაუმარჯოს”. ფესტივალს, რომელიც ქალაქის ცენტრში, იოიოგის პარკში ჩატარდა, ათასობით ადამიანი დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ გახსნა.

ფესტივალზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ იაპონიაში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლები - “საფირონები” და “იაპონელები”, რომლებმაც ქართული ეროვნული ცეკვები შეასრულეს.

ქართული პოლიფონია წარმოადგინეს იაპონურმა ანსამბლებმა “გეინო იამაშიროგუმიმ” და “ამფორამ”.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ქართული ღვინის, კერძებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-დეგუსტაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში