საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის სადეპორტო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ

21 ივნისი 2025, 23:10 107 ნახვა

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქეების ჩამოფრენის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი იმყოფებოდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისრაელის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

ისრაელში საქართველოს საელჩო შექმნილი ვითარების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია საქართველოს 500-ზე მეტ მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით, ასევე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტით – TABA. სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1 000-მდე მოქალაქემ დატოვა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში