საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომაზე ინფორმაციას ავრცელებს

22 ივნისი 2025, 00:06 119 ნახვა

საქართველოს საპატრიარქო 19 ივნისის სინოდალური კომისიის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საპარტიარქოს ინფორმაციაშია აღნიშნული, სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

„მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.

სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში