ისრაელმა ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

23 ივნისი 2025, 10:17 140 ნახვა

გამთენიისას თელ-ავივში სირენების ხმა  გაისმა, როცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ირანიდან გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე საჰაერო დარტყმების ფონზე.

ამ დროისთვის ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.   მსოფლიო ემზადებოდა ირანის საპასუხო მოქმედებისთვის მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის ძირითად ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, რითაც შეუერთდა ისრაელს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ დასავლურ სამხედრო კამპანიაში.

აშშ-ის ჩართვა  მოჰყვა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო ომს, რომელიც 13 ივნისს დაიწყო, როცა ისრაელმა მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა თეირანზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში