საგამოძიებო კომისიის სხდომა საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე საუბრით გაგრძელდა. 2003-2012 წლებში განვითარებული პროცესები გაიხსენეს ვაჟა მანიამ და ვალტერ შაკაიამ. მათ ისაუბრეს რიყის ეპიზოდზე, კონკრეტულად თუ როგორ და რა მეთოდებით დაათმობინეს რესტორნები მეპატრონეებს, რომლებიც მათ კანონის შესაბამისად გაფორმებული ჰქონდათ. რესტორან ,,მეგრელების„ ყოფილი მეპატრონე იხსენებს, როგორ ემუქრებოდნენ მას პროკურატურაში კონკრეტული პირები დაჭერით, თუ ქონებას არ დათმობდა.
შაკაიამ გაიხსენა ენმ-ს იმჟამინდელ ლიდერ გიგა ბოკერიასთა შეხვედრაც, რომელიც პარლამენტში შედგა და რომელზეც მას დახმარება სთხოვა, რაზეც შაკაიას განცხადებით უარი მიიღო. თქვა რომ საბოლოოდ მაინც დაუნგრიეს დილით 5 საათზე რესტორნები, ისე რომ არცერთ მფლობელს არ აჩვენებს დოკუმენტები დანგრევისა და ქონების გატანის შესახებ. ირკვევა რომ უძრავი ქონების ჩუქება გააკეთებინეს, საქმეში კი დღემდე არ დევს მემკვიდრეობის დასრულების შესახებ დოკუმენტი.
კიდევ ერთი რესტორნის და მასთან დაკავშირებული ქონების იძულებით ჩამორთმევაზე ისაუბრა ვაჟა მანიამ, რომელიც 2003 2012 წლებში რესტორან ,,ნატვრის ხისა“ და ამავე რესტორნის მფლობელის საკუთრებაში არსებული კომპანიების იურისტი იყო. მანიას თქმით, როგორც ყველას,გელა ნიორაძის ცოლსაც ემუქრებოდნენ ციხით თუ ქონებას არ დათმობდნენ. საუბარი იყო დაახლებით 3 მილიონიან ქონებაზე.
აღნიშნულ რესტორანში 25% წილს ფლობდა გელა ნიორაის ცოლი, დანარჩენს კი ვალტერ შაკიას მეუღლე. ვაჟა მანიას თქმით მას შემდეგ რაც მათ უარი ტქვეს რესტორნის დათმობაზე, მოულოდნელად შევიდა ობიექტში საგადასახადო ინსპექცია, ინსპექტორები კი იყვნენ არა თბილისიდან არამედ ფოთიდან, რომ ერთთვიანი შემოწმების შემდეგ დარღვევა მხოლოდ 6 ბოთლი აუღწერელი ბორჯომი ნახეს, რისთვისაც 1000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა პროცესები რამდენიმე თვის შემდეგ მაინც გაგრძელდა.