საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხზე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს სახელმწიფო ყოფილ მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძეს მოუსმინეს.
კომისიის წევრების საპასუხოდ ისაუბრა თუ რა გზა გაიარა როგორც დიპლომატმა იმისთვის, რომ ქვეყანას ესარგებლა ვიზალიბერალიზაციით.
კომისიის წევრ, გურამ მაჭარაშვილის თქმით, დავით ბაქრაძის ახსნა-განმარტება ამ საკითხზე ნათელი მაგალითია, თუ როგორ ვაჭრობდნენ ენმ და მათი პარტნიორები უცხოეთში ვიზალიბერალიზაციის საკითხით.
დავით ბაქრაძემ ასევე ისაუბრა თუ როგორ ზიანდებოდა ქვეყნის ინტერესები მას შემდეგ რაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ში ჩადიოდნენ და მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში. აღნიშნა, რომ უკიდურესად გართულებულ მოცემულობაში იცავდა საქართველოს ინტერესებს.