ახალი დაწყებითი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს ხულოში, შუასოფელში. ამ ეტაპზე მეორე სართულის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
ხულოს მერიის ინფორმაციით, პროექტი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარით ფინანსდება.
შუასოფელში 4 მოსწავლე ჰყავთ და ამ დროისთვის ისინი ალტერნატიულ ფართში სწავლობდნენ.