სამეცნიერო გამოცემების პრეზენტაცია ბსუ-ში

25 ივნისი 2025, 14:18 100 ნახვა

„აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“  - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში  სამეცნიერო ხასიათი აკადემიური გამოცემების პრეზენტაცია მოეწყო.

ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით გამოცემულ ილუსტრირებულ წიგნებში ერთადაა თავმოყრილი აჭარის ისტორიული ცნობები.  წარმოდგენილია რეგიონის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.

ავტორების შეფასებით  სამეცნიერო გამოცემა საინტერესოა არა მხოლოდ პროფესიული თვალისაზრისით, არამედ იგი აჭარის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდის ნებისმიერ დაინტერესაბულ პირს.

გამოცემების პრეზენტაციას მეცნიერები, მკვლევარები, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წიგნები აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში